სხვა ადამიანების ძიებაში — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
მეორე დღეს აქ სუზონი აღნიშნული კვლევითი გუნდის გეოლოგთან ერთად დაბრუნდა მღვიმის კედლიდან დანალექი ქანის ნიმუშის ასაღებად. შეახო თუ არა საჭრისი ზედაპირს, კლდიდან დიდი ყავისფერი კბილი გადმოვარდა – მოლარი, რომელიც საოცრად ჰგავდა ადამიანისას. სუზონი სულაც არ ფიქრობდა აღმოჩენის ავტორობაზე – პროტოკოლისა და პროფესიის გათვალისწინებით, ეს მეცნიერის საქმე იყო – თუმცა, ცოტა ხანს დააკვირდა განამარხებულ ნაშთს და პერანგის ჯიბეში ჩაიდო. მისი სიტყვებით, „ეს მშვენიერი საჩუქარი იყო“.
ბანაკში დაბრუნებული სუზონი შეხვდა კვლევითი გუნდის ხელმძღვანელს, პალეოანთროპოლოგ ფაბრის დემეტერს (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი) და არქაული კბილების ექსპერტს, კლემან ზანოლის (ბორდოს უნივერსიტეტი). სუზონიმ სიტყვასიტყვით აღუწერა მათ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.