ამ გოჭს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ურიგო არ იქნებოდა, შესასვლელში ინსტრუქციის ბროშურა მოეცათ: დარეგისტრირდით დაცვის ქოხში. ფეხსაცმელი კართან გაიხადეთ. მიბრძანდით გასახდელში და მიიღეთ ცხელი შხაპი. ჩაიცვით გრძელი ქირურგიული ხალათი და მუხლამდე რეზინის ჩექმები, შემდეგ კი დამცავი სათვალე მოირგეთ, რომელიც თბილ და ნესტიან ლაბორატორიაში შესვლისას წამში ორთქლით დაიფარება.
„ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის“, – მითხრა ღიმილით ჩემმა მეგზურმა, ბიორნ პეტერსენმა და ხელით მანიშნა, გზა გამეგრძელებინა. „ჩვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ პათოგენებთან. თქვენ ამას მიეჩვევით, გპირდებით“.
რამდენიმე საათის წინ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გამეღვიძა. მთხოვეს, რომ მისი სახელი არ გამეთქვა. ახლა პეტერსენს, გერმანიაში დაბადებულ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.