პანკისის ხეობის ხმები — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
ივლისის ის პარასკევი განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. მზით გავარვარებულ პანკისის ხეობაში მხოლოდ ციკადების ხმა და სადღაც შორიდან მდინარე ალაზნის ყრუ შხუილი ისმის. სოფელ დუისის „ძველი მეჩეთის“ გვერდით პატარა ნაგებობაში შევდივართ და კედელთან დაწყობილ ბალიშებზე ვსხდებით. მხოლოდ ერთი ოთახია და სწორედ აქ სრულდება ზიქრის რიტუალი. ქალები ნელ-ნელა იკრიბებიან. დასწრების უფლება მოგვცეს, თუმცა ჭიშკრის ყოველი გაღებისას მასპინძლები თვალებს იქითკენ აპარებენ. იმამმა რამდენჯერმე უსაყვედურა ქალებს რიტუალზე უცხო ხალხის შემოშვების გამო. რაისა მარგოშვილი გვიმხელს, რომ თვითონ, პირიქით, უხარია დამსწრეები.
ქალები ზუსტად 12 საათზე დაიწყებენ რიტუალს. კაცები მეჩეთში ერთი საათის შემდეგ გამოჩნდებიან. რაისაც უფრო თამამად…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.