Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

დედა — ვასილ ბარნოვი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: ვასილ ბარნოვი · ≈ 11 min · 1610 words

Topics: класика

Beginning

გავიდა ზაფხული და დავღონდი, გული ცამიშავდა. რად მიყვარს ზაფხული? იმისთვის მომწონს და მიყვარს რომ მზე მაღლა სდგას, თავს დამყურებს, უხვად მაფრქვევს ცხოველმყოფელ სხივებს, გულს მიშუქებს და მითბობს; მთელ არსებას მინათებს. იცი, რა სიამოვნებასა ვგრძნობ, როცა მის ბრჭყვიალა სხივებში ვარ გახვეული, როგორც სატრფოს სურნელოვან თმაში?! რად გიხარიან მზის სიახლოვეო! ბარემ ისა მკითხე, რად ვნეტარებ მშვენიერის უბეში... მზეც ხომ მშვენიერებაა და თვით სიცოცხლე.

თუ გიყვარვარ, ნუ ემალები მზეს! დატკბი მისი ელვარებით, მადლი შესწირე მადლით მოსილსა, თაყვანი ეცი მას: ღვთის თვალია იგი; თვით შემოქმედია იგი ჩვენის ქვეყნისა და ცხოვრების მომცემელი...

კიდევ იმისთვის მიყვარს ზაფხული, რომ ნიავივით თავისუფალი ვარ მაშინ. სხვა დროს…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90

Read in Memova

Open Memova