ლერწამი რხეული — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
- უეცრად მოშორდა ეთერი აქაურობას, გაიჭრა მოულოდნელად, შემკრთალი გვრიტივით გაფრთხიალდა ბუდიდან; მოსწყდა ჩვენს არემარეს, როგორც ვარსკვლავი ცის კამარას!
- ვინ იფიქრებდა! იყო თავისთვის შრომაში გართული, ლუკმისათვის მუშაობაში. აქვე მოახერხა საქმის პოვნა, შორს ტანტალი აღარ დასჭირდა; ეს ძვირფასი იყო მისთვის და იმის ხელმოკლე ოჯახისათვის.
- პატივიც დაიმსახურა პატიოსანმა.
- ბოლოს დროს დარდი რამ ემჩნეოდა: გული უჩქროდა, ოხრავდა, საქმეს ერთგულად ვეღარ ეპყრობოდა, ტოლს-სწორს ერიდებოდა; თუ ხალხში მოჰყვებოდა, ღელავდა.
- ამბობენ, გვარდა მოუდითო მარგაშვილებს უცნაურობა: ჰხედავთ, სიკეთით არის შემკული ადამიანი და მიდის მშვიდად თავის გაზაზე; მოულოდნელად დაჰკრავს ქარი რამ და საოცარს ჩაადენინებს.
- რა სათქმელია! ყველასა…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.