სარჩობელაზედ — ილია ჭავჭავაძე
Topics: класика
Beginning
პატარა ამბავი
შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. ამისთანა დღეს საქონელ-გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკრივად ლოჭინის ხევის პირას. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ. საცოდავი მეურმეები, ქანცგაწყვეტილნი სიცხისაგან, გულდაღმა გაშოტილიყვნენ კონკილაზედ აყენებულ ურმებ-ქვეშ. ყველას ეძინა; — მარტო ორიოდ ბიჭი, კალთებ-აწეულნი, იდგნენ გუბის პირას და ხის ჯამებით ასხამდნენ წყალს პირდაღებულს, დასიცხულს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.