ბაკულას ღორები — დავით კლდიაშვილი
Topics: класика
Beginning
ის იყო შარაგზით მომავალმა ზენათიმ გზის შესამოკლებლად ღობეზე გადარება დააპირა და ზედ შედგა ფეხი, რომ გამწარებით წამოიძახა:
- ღმერთო მომკალი!.. ღმერთო მომკალი! - ჩახტა ეზოში და ქაქანით გაენთო ეზოს ყურეში ყოფილ პატარა ბოსტნისაკენ.
- უიმე, უიმე!..
ღმერთო მომკალი!.. პიტია!.. სასიკვდილე პიტია... კიკილო! კიკილო!.. თქვენ მოუკვდით თქვენ დედას, თქვენ… პიტია, კიკილო! კი-კი-ლო-ო! - უცნაური ხმით გაჰკიოდა და თან მირბოდა ზენათი.
ამ ყვირილზე დაბალაივნიან სახლიდან გამოვარდა თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც უკან გამოსდია თმაგაბურძგვნილმა, ფეხშიშველა პერანგის ამარა პატარა ბიჭმა.
- რა ამბავია, დედა, რა? - იკითხა ქალიშვილმა.
- რა და თქვენი სიკვდილი!.. თქვენი არ გადარჩენა, თქვენ გოუწყდით პატრონს, თქვენ!..…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.