Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო — შიო არაგვისპირელი

Book · Language: Georgian · Level: medium · Author: შიო არაგვისპირელი · ≈ 35 min · 5186 words

Topics: класика

Beginning

დათუა შრომიშვილი დაჰყრდომოდა ბარის ტარს ვენახში და გასცქეროდა აღმოსავლეთით ახლად შემოსილს მთის წვერს, რომელსაც ოქროს-ფრად მოელვარე გვირგვინი დასდგომოდა, რის გამოც, იგი ისე გამოიცქირებოდა და მოელვარებდა, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებიაო. ელვარებდა იგი, გაჰქონდა ლაპლაპი; მისი ალი ცას სცემდა, მაგრამ ობლად მდგომნი მთის წვერზე ახლად გაშლილი ხეები უვნებლად და ნაზად გამოიცქირებოდნენ ცეცხლის შუაგულიდან; ეკიდებოდა იმათ ცეცხლი, მაგრამ კი არ იწოდნენ.

დათუა შრომიშვილი, დამთვრალი სიცოცხლის ნექტარით შეზავებული დილის ჰაერით, მთლად ჩანთქმული იყო ბუნების ამ დიდებული სურათის მზერით და მთელი ტანით თრთოდა. იმას არ ესმოდა იმის გარშემო ფრინველთა გატაცებული ჭიკჭიკი, რითაც ისინი უგალობდნენ ბუნების დიდებულ სურათს დილის…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98_%E1%83%91%E1%83%A0%E

Read in Memova

Open Memova