ქიტესა — ანტონ ფურცელაძე
Topics: класика
Beginning
ქიტესა
(ამბავი სახელმწიფო სოფლის ცხოვრებიდან)
მოვიდა ფოსტის ფულის გაწერის დრო. ჩვენ სოფლებში ფოსტის ფულს ისე კი არა ჰკრეფავენ, როგორც არის გაწერელი კაზიონი პალატიდან (სულზედ ან კომლზედ ამდენი და ამდენი). სოფელში თავისებურად ანაწილებენ ამ ფულს მცხოვრებლებზედ. სოფელი არის გაყოფილი ოთხ ნაწილად: ლიტრის კაცი, სამი ჩარექისა, ნახევარი ლიტრისა და ჩარექისა. ყველაზედ მეტს იღებს ლიტრის კაცი, მერე სამი ჩარექისა, მერე ნახევარ ლიტრისა და შემდეგ ჩარექისა. სახელმწიფო სოფელს ბრიყვეთიანში ცხოვრობს სახელმწიფო მამულზედ მდგომი გლეხი ოცი კომლი და უმამულო კაცი თორმეტი. კაზიონი პალატის განკარგულებით და კანონის ძალითაც უმამულო კაცზედ ნაკლებია და მამულიანს კაცზედ მეტია ხარჯი. მაგრამ მამულიანი ხალხი ბრიყვეთიანისა ამას…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.