სურამის ციხე — დანიელ ჭონქაძე
Topics: класика
Beginning
სურამის ციხე
ამ ზაფხულის, იმ საშინელ სიცხეში, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი ეძებდნენ სიგრილეს ქალაქის გარეთ, აქ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთა რიცხვში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადვეს პირობა მთელ ზაფხულს, ყოველ საღამოს, შეყრა რიყეზე, ანჩისხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდის. იმ პირობაში, სხვათაშორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა ერთი მოთხრობა, ანუ ანდაზა ანუ სხვა რაიმე ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან.
იყო ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი, რომლითაც სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცვამდა, ზოგი შემოხვეოდა და ყურს უგდებდა დ.ბ., რომელსაც მუხლზე ედო თარი, უკრავდა და დაბალის ხმით დაჰღიღინებდა.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.