სიმონა — ეგნატე ნინოშვილი
Topics: класика
Beginning
სიმონა
სოფელ წაბლისერში გლეხის ძალაძის ოჯახი ერთ დროს ძლიერ ქებული და მძლავრი ოჯახი იყო. “გაბილა ძალაძეს ხმამაღლა ვერავინ ჩასძახებს ოჯახში, ბატონსაც კი ეშინია მისიო”, - ამბობდა ძალაძის მეზობლები იმ დროს, როცა ბატონყმობა ჯერ კიდევ შეურყეველი იყო ჩვენში. ბატონი ან მისი მოურავი როცა გაბრიელას სხვა შინაყმებივით დაჩაგვრას მოუნდომებდა, გაბრიელ თოფით უხვდებოდა წინ: “გიჯობს შენს ტყავში დიეტიო! გეყოფა იგიც, რომ შენ ბატონი ხარ და მე ყმაი, კვირეში ოთხ დღეს შენთვის ვმუშაობ და ორს ჩემთვის; თლათ შესაჭმელად ნუ მომინდომებ, თუ არა, ერთი თუ თავზე ხელი ევიღე, შავს დღეს დაგაყენებ, ოხრად მოგიქცევ იმ საწყალ ყაძახების ოფლით აგებულ სასახლესო”.
გაბრიელას ბატონი თავადი თხლეძირაძე მუდამ უჩიოდა ამ თავზედ ხელაღებულს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.