ქრისტინე — ეგნატე ნინოშვილი
Topics: класика
Beginning
ქრისტინე
მაისი იყო, საქმის დღე. მზე საშუადღეოდან დაჰყურებდა დედამიწას. პატარა ბილიკის გადაღმა, ბუჩქნარში იჯდა ყმაწვილი კაცი, ასე ოცისა თუ ოცდაორი წლისა და მოუთმენლად იყურებოდა ერთ მხარეს. ხანდახან გაახსენდებოდა, მიიდებდა ცხვირზე ვარდის კონას, რომელიც ხელში ეჭირა და იყნოსავდა. კოხტა ტანისამოსი და ნაზი შეხედულება უმტკიცებდა, რომ ეს ყმაწვილი არ იყო მუშათაგანი. ბუჩქნარს, რომელშიაც იჯდა ყმაწვილი კაცი, ერთის მხრით ეკრა წიფლის ტყით დაჩრდილული სერი, მეორე მხარეს, შორეულ ფერდობზე, ყანებში მოჩანდენ მუშები, რომელთაც სიცხის გამო გაეხადათ ჩოხები და ისე მუშაობდენ მცხუნვარე მზის ქვეშ. ყანებს იქით ამართულიყო შაქრის თავივით მოყვანილი ქოჩორა გორაკი, საიდანაც დაინახავდით შავ ზღვას და, თუ კარგი დარი იდგა, ფოთის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.