Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

კაცია-ადამიანი?! — ილია ჭავჭავაძე

Book · Language: Georgian · Level: medium · Author: ილია ჭავჭავაძე · ≈ 138 min · 20757 words

Topics: класика

Beginning

„მოყვარეს პირში უძრახე,

მტერს პირს უკანაო”.

გონიერი ანდაზა.

რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ.

ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.

სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. სადა ხარ ეხლა ამ გონიერის სიტყვის მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E

Read in Memova

Open Memova