ქამუშაძის გაჭირვება — დავით კლდიაშვილი
Topics: класика
Beginning
ქამუშაძის გაჭირვება
სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა: დედამისი ეკვირინე, აზნაურ სანიკიძის გვარის ქალი, მოხუცებულობაში შედიოდა, უჭირდა ოჯახის თავის გართმევა და შემწე ეჭირვებოდა, თუ სულ განმათავისუფლებელი არა. სურდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მაინც გაეტარებინა ისე, როგორც ეკადრებოდა მისი გვარისა და ჩამომავლობის ქალს, ღირსეულად და ბატონურად, იმ გაჭირვებულ ცხოვრების შემდეგ, რომელიც მან ოჯახში მოთმინებით გაატარა.
არა ერთხელ წამოსცდენია გულმოსულობაში ეკვირინეს:
- ვაი დედასა!.. რა ოჯახის შვილი ვის ნაცარში ვიქექები და კიდევ ასეთ გაჭირვებაში?!
მაგრამ სულგრძელობით ითმენდა ყველაფერს, რადგან სწამდა, რომ ბედის დანიშნულებას ასრულებდა: ამ ოჯახს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.