ჯანყი გურიაში — ეგნატე ნინოშვილი
Topics: класика
Beginning
ჯანყი გურიაში
ისტორიული რომანი 1841 წლის გურიის ცხოვრებიდან
- უფ, რა გრილი ღამეა! პერანგისამარა გამოვედი და საშინლად მცივა!
- თუ გცივა, გულზე მომეკონე და გათბები.
- გულზე? არ ჯობს. მოწიფული კაცის გული და ზღვაი ერთია. სხვაი რამე რომ გაგიპირდეს, მაშვინ რაღაი? ხომ იცი, სიმონ, ჩვენი ჯვარისწერის საქმე ჯერ ცხრა ქედს გადაღმაა!
- მანა, გული მტკენია, რომ ამაზე მეტი დანდობა არ გაქ ჩემზე! რა გეივლე გულში აგი! აბა უნამუსო ვყოფილვარ, თუ ჯვარისდაწერამდე შენ საიმგვაროთ შეგეხე! ისე იმასაც ვიტყვი, ჩვენი ჯვარისწერის საქმე, შენ რომ ფიქრობ, არც ისე დაკარგულია. გუშინ ჩემს დედ-მამასთან განგებ შენი ქება ვთქვი და ბოლოს დავატანე: ვინც გინდა თავმომწონე აზნაურმა შეირთოს, ზრახი არ ეთქმება-მეთქი. არა, მე და ჩემმა ღმერთმა,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.