Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

THE საცივი — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 4 min · 596 words

Topics: їжа

THE საცივი

Beginning

მთელი 2010 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარე. პირველი ორი-სამი თვე კულინარიულმა უსისტემობამ გამიტაცა: აღმოვაჩინე ავღანური და პაკისტანური სამზარეულო, გავერკვიე ჩინურ, ინდოჩინურ, იაპონურ და კორეულ კულინარიაში, მაგრამ მალე დამეწყო მშობლიური კერძების სევდა, რომელსაც ტერმინიც შევურჩიე – კერძალგია. კერძალგია მთავრდება ისეთი ვერაგი მონატრებით, როგორიცაა მონატრება საცივისა.

მე ხშირად ვიმეორებ იმას, რაც სიმართლისთვის მებრძოლმა აკაკი ბაქრაძემ თქვა, საცივი ისეთივე ძეგლია ქართული კულტურისა, როგორც „ვეფხისტყაოსანი“;

საცივის გამომგონებელსა და დიდგორის ომში მებრძოლ ქართველებს საქართველოს ისტორიის წინაშე თანაბარი დამსახურება აქვთ. კლასიკური საცივი თავისი არაბანალურობითა და ოდენ საახალწლო დანიშნულებით…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/the-sacivi-levan-berdzenishvili

Read in Memova

Open Memova