Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბისტროში შემწვარ იხვზე — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 5 min · 740 words

Topics: їжа

ბისტროში შემწვარ იხვზე

Beginning

არსებობენ ქალები (და კაცებიც), ვისთან სტუმრად მისვლაც მარტივად და ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, გემრიელია. შეხედავ და მაშინვე ეს ერთი სიტყვა აგიციმციმდება ტვინში; რომც არ გშიოდეს, იმ წამსვე დაგეუფლება დიდი შიმშილის, დიდი სურვილის განცდა და სულმოუთქმელად დაელოდები შეთავაზებას, თუნდაც მხოლოდ ყავას, ანდა უფრო რთულს – წვნიანს გთავაზობდეს.

მათი თითოეული სიტყვა გემრიელად ჟღერს მაშინაც კი, თქვენთვის ყველაზე უგემურ და საზიზღარ სიტყვათშეთანხმებას რომ წარმოთქვამდეს (აი, წარმოვიდგენ და კი, ასეა: მათი ნათქვამი „ხაში“ ანდა „ძროხის ენაც“ კი მეგემრიელება).

მოკლედ, ასეთი ადამიანები კი არსებობენ, მაგრამ ასეთი შეფები თბილისში მაინც იშვიათობაა. ჰოდა, გამოდის, ქეთი ბაქრაძეც იშვიათობაა, რადგან მის ორივე…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/bistrosi-semwvar-ixvze

Read in Memova

Open Memova