Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

მონცას დამარცხებული მეფე — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 9 min · 1277 words

Topics: спорт

მონცას დამარცხებული მეფე

Beginning

რომსა და ფლორენციაში მოგზაურობით გადაღლილს პარასკევს მილანის ქუჩებში ხეტიალი აღარ მომინდა, დავაპირე, ტურისტის კანი შემომეცალა და ერთი საღამო დამესვენა, ძალები მომეკრიბა, წინ მნიშვნელოვანი შაბათ-კვირა გველოდა — იტალიური თავგადასავლის დამაგვირგვინებელი აქტი. მექანიკურად ჩავრთე ტელევიზორი და არხიდან არხზე გადახტომა დავიწყე. ოციოდე სიტყვა ვიცი იტალიურად — თუნდაც მიმეგნო რომელიმე მოსაწონი გადაცემისთვის, მაინც ვერაფერს გავიგებდი და მომიწევდა, კადრებზე ცქერით მეჯერებინა გული. უკვე გამორთვას ვაპირებდი, როცა უეცრად მონცას ლეგენდარული ტრასა შევნიშნე — სატელევიზიო გადაცემა ავტოდრომის საიუბილეო ას წელს ეძღვნებოდა.

მონცას ტრასა, რომელსაც „სისწრაფის ტაძარს” უწოდებენ, 1922 წელს აშენდა, თუმცა იტალიის…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/monzas-damartskhebuli-mefe

Read in Memova

Open Memova