ერთხელაც მთიან აჭარაში — Indigo
Topics: подорожі й побут

Beginning
პირველად დაიბეჭდა ჟურნალში The Adventurer
აჭარა არც მარტო ზღვაა და არც მარტო აჭარული ხაჭაპური. რაც უფრო მეტს იმოგზაურებ ზღვიდან მთაში და პირიქით, მით უფრო დეტალურად დაინახავ, რომ: აქ მშრომელი, გულიანი ხალხი ცხოვრობს. ისე გულიანად არსად მღერიან, როგორც აჭარაში. არსად აქვთ სისხლში გამჯდარი ცეკვა ისე, როგორც აქ. აჭარელი კაცი მთის წვერზე მიწას ხნავს და ყანა თესავს. მთის ციცაბო ფერდობებზე ვენახი აქვს გაშენებული და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავს და ღვინოს წურავს. აჭარელი ქალი დილაუთენია დგება, ძროხას წველის, რძეს წურავს, ყველს, კარაქს და კაიმაღს ამზადებს. დოვლათი, რომელსაც მთიანი აჭარა ქმნის, ბოლოს ბათუმის ბაზარში ხვდება გასაყიდად. აჭარაში სტუმარი უყვართ და კარგი დახვედრაც იციან. მოდი, შევუდგეთ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.