Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

იმერეთის წყლები — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 12 min · 1855 words

Topics: наука й природа

იმერეთის წყლები

Beginning

საბჭოთა სანატორიუმები შეიქმნა საბჭოთა რეალობაზე რეაქციად, კურორტს მიღმა არსებულ პრობლემებზე საპასუხოდ, შრომისა და ცხოვრების საბჭოთა წესის შედეგად გაჩენილი დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ, საბჭოთა ყოველდღიურობაზე დასაკვირვებლად ეს სივრცეები ყველაზე შეუსაბამო ველია - კურორტი ხომ იმიტომაა კურორტი, რომ ის გარემოსგან რადიკალურად განსხვავდება.

თუმცა, საბჭოთა კურორტების ისტორია, მათი გაშენებისა და განვითარების ამბავი, ეპოქისა და მისი იდეოლოგიის პროდუქტია და ამიტომ ზუსტად ისევე ირეკლავს კულტურულ თუ პოლიტიკურ ცაიტგაისტს, როგორც საბჭოთა ქარხანა ან ხრუშოვკა. სანატორიუმები გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ საბჭოთა ყოველდღიურობას იმ სივრცის გავლით, რომელიც ამ ყოველდღიურობისგან გაქცევისთვის შეიქმნა და…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/imeretis-tsklebi

Read in Memova

Open Memova