ცრუპენტელა — იაკობ გოგებაშვილი
Topics: історія, дітям
Beginning
ბავშვი ცხვრებს აძოვებდა. ვითომ მგელი დაინახა, დაიწყო ყვირილი: მიშველეთ მგელიო. გლეხები გაიქცნენ, ნახეს ტყუილი იყო. ასე მოატყუა მეორედ და მესამედ. მეოთხედ მგელი მართლა მოვიდა. ბავშვმა მორთო ყვირილი: არიქა, მიშველეთ, მგელიო. გლეხებს ეგონათ, კიდევ გვატყუებსო და ყურიც არ ათხოვეს. მგელი უშიშრად დაერია ფარას და დიდი ზიანი მიაყენა.
ანდაზა: ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.