მკლავის გახსნით მკურნალი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ბიძაჩემი დია ხელოვანი მკურნალი იყო. მაღლა დერეფანთა ჯდა. მის სახლის ძირს ფოლორცი იყო.
ერთმან ჭაბუკმან ცხენით ქვე გაირბინა. აქიმმან ზე გარდახედა და კაცი მისწივა და ეგრე შეუთვალა: მკლავი გაიხსენ, თვარა სისხლი მოგაკვდინებსო!
მან ჭაბუკმან მოციქულს აგინა და აქიმი გაკიცხა. რა შინ მივიდა, სისხლი შემოექმნა და სიკვდილს მიეახლა.
რა ბიძაჩემმან იდროვა, მივიდა. ტირილი იყო. შევიდა, მოტირალნი გამოსხნა, ორნივე მკლავნი დაუხსნნა და მრავალი სისხლი ადინნა.
მორჩა კაცი იგი, და უქებდენ სიბრძნესა და ცოდნასა მიერითგან.
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.