Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

აქიმი და ორი სნეული — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 min · 105 words

Topics: казки, психологія

Beginning

იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა.

ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შეკრულ იყო მუცელში, ათხუთმეტს დღეში ერთხელ ვერ გავიდის. და ერთი ასრე გახსნილიყო, დღეში ორმოცჯერ იყვანდის.

დიდად დაშვრა მათ აქიმობაზე და ვერა რა ჰკურნა. ჰკითხვიდის მეფე მრავალგზის მათს ამბავს.

დღესა ერთსა მოეხვია აქიმი მეფესა მუხლსა და მოახსენა:

- თუცა რისხვა გნებავს ჩემი, მომკალი და ამიკლე, და, თუცა მწყალობ, ეს მითავე, მათს აქიმობას მომარიდე. ერთისათვის ამაზე ვაღამებ დღესა: ცოტად გავიდეს, და ერთისათვის ამაზე ვათევ ღამესა, როდეს მეღირსოს მისი გასვლა! ჩემის სიმდიდრისათვის მეფეს ვევედრები და ცხოვნებისათვის ღმერთსა. ღვთის ხვეწნა ამაზე დავასრულე…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=318

Read in Memova

Open Memova