Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ორმოში ჩაგდებული მეფე — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 min · 105 words

Topics: казки, психологія

Beginning

ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო.

გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო?

მან მეფემან მადლი უბრძანა.

თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა.

კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო?

მეფემან კიდევ მადლი უბრძანა.

მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო?

ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე.

ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო?

მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა ვირჩივეო.

- აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=213

Read in Memova

Open Memova