Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბრძენი მკურნალი — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 min · 135 words

Topics: казки, психологія

Beginning

ჩემი გამწვრთნელი დიდი აქიმი იყო. ყოვლის სენის მკურნალი იყო და თვით დასნეულდა დიდად. მოვიდენ მრავალნი მკურნალნი და რომელნიცა შემოვიდის საწამლოდ, მან სნეულმან ერთი თითი აუშვირის. იგი აქიმნი ვერას მიუხვდიან და აღარ აწამლების.

გამოხდეს მრავალნი დღენი. ეს ამბავი გაითქვა ყოველგან. ერთი სხვა აქიმი მოვიდა და ნახა. მან სნეულმან რომ ერთი თითი აუშვირა, მან მოსულმან ორი თითი აჩვენა. იამა სნეულსა, მოიხმო და მაჯა აჩვენა. უწამლა და მორჩა.

მე ვკითხე:

- რად სხვათ არ აწამლებინე-მეთქი?

მან მითხრა:

- ყველა გამოვსცადე და სიბრძნე არც ერთსა ჰქონდა, და უსიბრძნო აქიმი სამსალას მშობელია.

ვჰკითხე:

- თითის ჩვენება რა იყო-მეთქი?

მან მითხრა:

- მე ერთის თითის ჩვენებით ამას ვეტყოდი, თუცა ასი კაცი არ გაგიტყავებია, სრული აქიმი არა…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=253

Read in Memova

Open Memova