მოხერხებული არაბი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოუტანინა.
მან არაბმან უთხრა: ერთს ძაძაში ჩამიყარეთ, თვარა რით წავიღოო?
ჩაუყარეს და მისცეს. მოჰკრა არაბმან ვეცხლს ხელი, გარდაჰკიდა ცხენსა, შეჯდა, გააჭენა ცხენი. გამოუდგნენ სულ ხალიფას ჯარი კაის ცხენებითა. გზა და კვალი ვეღარ გაიგნეს. მობრუნდენ დაღონებულნი.
მესამეს დღეს არაბი მოვიდა, ცხენი მოიყვანა.
ჰკითხეს: რატომ ჰქმენო?
მან მოახსენა: შორს ვიდეგ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვეცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდევდი, წავიღე და, ახლა ცხენი მომიყვანიაო.
მერმე უთხრეს: ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო?
მან გაიცინა და უპირობა უზრახა: კარგის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.