Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ორნი მომტერენი — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 min · 155 words

Topics: казки, психологія

Beginning

იყვნენ ორნი მომტერენი. არ იქმნა, ვერა დააკლო რა მან კაცმან მის მტერსა.

გამოხდა ხანი. დამოყვრდენ, დიდად გაიწყვნენ. წავიდენ გზასა და ოთხნი ამხანაგნი სხვა გაიტანნეს.

მივიდნენ ერთი კაცის სახლში და დადგნენ. ეს სტუმრები გამოღმართ დაწვნენ და სახლის პატრონი მისის ცოლით გაღმართ დაწვა. რა ცეცხლი დანელდა, აიპარა ეს კაცი და მას დიაცთან განსვენება მოინდომა. დიაცმან დაიძახა, ქმარი წამოაყენა. კაცი იგი გაიპარა და მუნვე თავის ლოგინში დაწვა.

ადგა სახლის პატრონი, მივიდა, ეს სტუმრები დაჩხრიკა. გულში ყველას ხელი ჩაუყო. ბნელა იყო, სხვით ვერათი იცნა, და შემცოდეს გული უძგერდა. ზედ ქუდი ნიშნად დაადვა, ცეცხლს დავანთებ და ამ კაცს ვსცნობო.

იგი კაცი ვირემ ცეცხლს დაანთებდა, მან კაცმან ქუდი თავისაგან აიღო და მას ძველთაგან…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=275

Read in Memova

Open Memova