მეფე და მისი შვილი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა:
- შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც!
უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა. დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენვბა.
იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: ვითარ მეფობსო?
მათ ყოველივე მოახსენეს, მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპრისა უკან მიყოლა.
მოიყვანა მამამან და უთხრა: შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.