Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

სიკეთე ბოროტებისათვის — იაკობ გოგებაშვილი

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: იაკობ გოგებაშვილი · ≈ 1 min · 168 words

Topics: історія, дітям

Beginning

ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზით, ნაკლებად ბეჯოთობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავის ამხანაგებს. განსაკუთრებით ჰყავდა ამოჩემებული პატარა ელამი კატო: რამდენჯერ დაუცინია გულსაკლავად და აუტირებია ცხარე ცრემლით.

ამხანაგებს ჭირივით ეჯავრებოდათ ბოროტი ვარო.

ერთხელ გაჩნდა ყვავილი. ვაროს ყვავილზე აცრილი არ ჰქონდა დედ-მამის დაუდევრობით. შეხვდა ყვავილი და ისე დაუჯღანა პირისახე, რომ კაცი ვეღარც კი იცნობდა. ბავშვმა სამუდამოდ დაკარგა სილამაზე, რითაც ამპარტავნობდა და საშინელ მწუხარებაში ჩავარდა.

მორჩენის შემდეგ ვაროს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ, მაგრამ ის ცივ უარზე იდგა: თან ცხვენოდა და თან ამხანაგების ეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა,…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=104

Read in Memova

Open Memova