აქლემი და ვირი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის სიმპლე მათი.
ვირმან უთხრა აქლემს: ძმაო, სიმღერა მინდა ვთქვაო.
აქლემმან დაუშალა: ნუ ძმაო! აღარ გახსოვს, რას ჭირში ვიყავითო? არამც ახლოს კაცნი იყვნეს, ხმა ესმათ, წაგვიყვანონ და უარესი გვიყონო.
არ დაიჯერა ვირმან და დაიყროყინა. მეტად მაღალი სიმღერა მოუვიდა. თურე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. აქლემები და კარაულები დასცვივნოდენ. ესმათ მათ ხმა ესე. გაეხარდათ დიდად და თქვეს:
- მივიდეთ და ვნახოთ, ანუ შენობა იქმნება, ანუ ქარავანი, ეგების ულაყი გვიმიზდონ.
მივიდნენ, ნახეს ერთი აქლემი და ერთი ვირი მსუქნები და უპატრონონი იყვნენ. წაიყვანეს და ორსავ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.