ქაჯთა შემპყრობელი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
იყო სოფელსა ერთსა ხევი კლდიანი და ხრამი, ღრმა ჩასასვლელი მთანი მოსდგმიდენ. მუნ ხიდი იდვა და მის თემის კაცნი მასზე დადიოდენ.
დაიმკვიდრეს ქაჯთა და მასზე მიმავალს კაცს ზოგს ლოდს ესროდენ, ზოგს ეფეთებოდენ და შეშლიდენ.
შეწუხდა თემი და მეფე მის ადგილისა. ვერა უწამლეს რა. მოახსენა ერთმან კაცმან: მე თუ მიბრძანო, გმსახუროო!
დაუმადლა მეფემან და წავიდა კაცი იგი. ორი ორძალი წაიღო, ორი ხირაული, ერთი ქიშა ღვინო, ერთი ქიშა საძილო წამალი, ორი ფიალა და ერთი ღორის ჯაგრის თოკი.
მივიდა მას ხიდზე. ერთი ხირაული მიღმართ გაფინა, ერთი ორძალი და ერთი ფიალა და საძილო წამალი მასზე დადგა. მოღმართ სხვა ხირაული გაფინა, თოკი ქვეშ დაიდვა და ზედ დაჯდა. ღვინო მოიდგა, ორძალს კვრა დაუწყო და ზედ ემღეროდა. ღვინოს სმიდა და მარტოობის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.