მეფე და ავსიტყვა კაცი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის.
მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა სთქვი და მუნით მოვალ, კაბას მოგცემო!
ავსიტყვამ უთხრა: რომ ვეღარ მოხვიდე, ვინღა მომცემს და კარგი სიტყვაც დავკარგოო?
წავიდა მეფე. ორი წელი გამოხდა. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მათად ნახვად.
რა მივიდა, მეფემ უწინარეს ნახა და ვაზირს უბრძანა: აჰა, ყიამყრალი მოვა და ნურას ამბავს ჰკითხავთ, ავს იტყვის. შენ ჩემი გოშიის ამბავი ჰკითხეო!
მოვიდა და მეფის წინ მიწას აკოცა.
ვაზირმან ჰკითხა: კაცთმაწყინარო, მეფის გოშია რასა იქმსო?
მან უთხრა: მოკვდაო.
ვაზირმან ჰკითხა: რა სჭირდაო?
მან უთხრა: მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი ჭამა და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.