Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

თვალხილული და უსინათლო — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 2 min · 277 words

Topics: казки, психологія

Beginning

თვალხილული კაცი ვინმე მოვიდოდა გზასა და ოცი მარჩილი თან აქვნდა. გზასა ზედა ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომე არგნის ცეცებითა ჰპოვებდა გზასა.

თქვა თვალხილულმან: გამოვსცადო ბრმა ესე, ვითარი კაციაო? წავიდა მის პირისპირ და ზედ შეეტაკა და დაიძახა: ვინ მეძგერე ბრმასა ამას, რომელსა წინამძღვარიც არა მყავს და დამარეტიანე, ღვთისა არა გეშინოდა, რომ ესე მიყავო?

მან ბრმამან უთხრა: მეც ბრმა ვარ და ჯოხით ვალ, უცნაურად გეტაკე, ნუ მაბრალებო!

დასხდენ და საუბარი რამე დაიწყეს და ალერსობდენ. უთხრა თვალხილულმან: მე ნათხოვნი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელი წმინდა ვეცხლია და რომელი შერყვნილიო?

ბრმამან უთხრა: მე ვიდრე თვალი მედგა, ვეცხლის მუშა ვიყავ და მე ვჭრიდი. მომეც, განვიხილავ, ყველას…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=220

Read in Memova

Open Memova