კაცი და გველი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო.
მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახლტა და ყელს შემოეღვლარჭნა, მაგრა მოუჭირა.
ჰკითხა მან კაცმან: რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო!
გველმან უთხრა: კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო.
კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა მიყავო.
ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან.
ჰკითხა მან კაცმან: ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.