მისანი ყვავი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
წამოველ მუნით და მოველ თემსა ევლათისასა. ვერას ღონით პური საჭმელად ვერ ვიშოვნე. ძუნწნი, უღთონი და ავნი კაცნი იყვნენ. ორი დღე მშიერი ვიარე. მერმე ეს ღონე მოვიგონე: ყვავს ჯოხი შევსტყორცე, მხარი მოვტეხე და უბეს ჩავისვი. ვაჩხავლებდი. მით მისნობა დავიწყე.
მოვადეგ ერთსა სახლსა. მარტო დიაცი იყო. კარი არ გამიღო, სახლად არ შემიყვანა. ღამე მესწრა. ღონე არ მქონდა, კარზედ მივეყრდნენ.
დიაცმან ცეცხლიდამ ფუნთუშის პურები ამოიღო, კიდობანში ჩადვა. ცოტა ხანი გამოვიდა. მის სოფლის მამასახლისი მოვიდა, დოქით ღვინო და ერთი ნამზადი ბატი მოიტანა. ღვინო და ბატი სარკმელში შედვა. დასხდეს, მცირე იალერსეს. კარზე ერთი ცხენოსანი კაცი მოადგა. რა ცხენის ხმა ესმათ, მამასახლისი, გოდორი იდგა, მას ქვეშ შესვა. დიაცი მიწვა. მე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.