ცრუ და უმეცარი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის:
- მე შენის ტყუვილის თქმით დარჩომას არა ვჯერვარ; თუცა შენ გაძლევს მეფე, განა მე ტყუვილს ვერ მოვიგონებ - მეფესთან ვთქვა და მეც მომცეს წყალობა?
ცრუ ძმა ეტყოდა: მე რასაც ვიტყვი, იამება და შენ ბევრს გიზიდავ და არას განაღვლებ და არა გყვედრი, შენდა იყავო!
მან არ დაისულა, მივიდა მეფესთან და მოახსენა:
- ჰაერთა შიგან ძაღლთა ყეფა მესმის!
ენება მეფესა მოკვლა მისი: ესეთი ტყუვილი ვით მკადრაო!
მოვიდა ძმა მისი მტყუვარი და მოახსენა:
- ეგე, ძმა ჩემი, მწყემსია და ბრიყვი, თვარა ტყუვილი არ იქმნება, ამად რომე არწივი ძაღლის ლეკვს აიტაცებდა ჰაერთა სიმაღლეთა შინა და მისი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.