იტალიელი მხატვარი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
წამოველ მუნით და მოველ ქალაქსა იტალიისასა. მნახა მხატვარმან ვინმე და მაწვია. ყოველთა მხატვართა უხუცესი იყო. მასთან ერთი თვე დავყავ. რომელი მხატვარი მას აწვევდა, მეც მაწვევდა ხოლმე.
ერთმან მხატვარმან გვაწვია. ერთს სარკმელში ერთი საწერელი დაეხატა, გაშლილი კალამი რომ შიგ იდვას, მის მსგავსად, კაცს ეგრე ეგონებოდა, გაშლილი საწერელი ძესო. ერთი სხვა დია კარგი მხატვარი იყო, ხელოვნების მჩემებელი. მას უთხრა მასპინძელმან: ადეგ, ძმაო, ეგ საწერელი მომეც და მერმე მე გემსახუროო!
ზე ადგა იგი მხატვარი, საწერელი ეგონა. რა ხელი მიჰყო, კედელი დაჰხვდა, მეტად შერცხვენდა. ჩვენ გაგვეცინა.
მეორეზე მან გვაწვია. ამა უწინდელს მასპინძელს საწერლის საქმე დავიწყებოდა და მას კედელსა ზედა ერთი გაღებული კარი გამოესახა. ეგრე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.