ხალიფა და არაბი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ბაღდადის ხალიფამ ინადირა და ცხენის ჭენებაში დიდებულთა მოსცილდა. ერთი ოდენ ვაზირი იახლა. დია მოშივდა.
ნახა უდაბნოში ერთი შავი კარავი. მივიდეს, ნახეს. არაბი იყო. სამი თხა ჰყვანდა, სხვა არა ებადა რა. მუნ გარდახდენ და საჭმელი მოინდომეს. არაბმან ერთი თხა დაკლა, მოხარშა და მოიტანა, მოართვა. ხალიფამ ტვინის მეტი არა სჭამა რა.
არაბმან ვაზირს ჰკითხა: ხალიფამ რად არა სჭამა რაო?
ვაზირმან უთხრა: ჩვეულება აქვს, თუ არ ტვინსა, სხვას არასა ჭამსო.
აღდგა არაბი იგი, ორი თხაც დაკლა, ტვინი შემზადა და ხალიფას მოართვა.
მოახსენა ვაზირმან: ხედავს მაღალი ტახტი თქვენი მდაბალსა და უპოვარსა ამას არაბსა, რა ქმნა? მდიდარმან და უხვმან ვერ შეიძლოს ესრეთი ქმნა. თავმან შენმან, მდიდარი რასაც დახარჯავს, ათასი სხვა დარჩეს, ამას მის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.