მოძღვარი მელი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული.
ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: რა დაგმართებიაო?
მელმან უთხრა: ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო.
მამალმან უთხრა: რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, მეც წამიტანე, მადლი მოგხვდებაო!
მელმან წაიტანა და წავიდნენ.
შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო?
მან უთხრა: მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო.
მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.