Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

მგელი — ვაჟა–ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: ვაჟა–ფშაველა · ≈ 6 min · 844 words

Topics: класика, наука й природа

Beginning

ფრიად დაღონებული იყო. ბევრჯერ მოჰშივნია, ბევრჯერ უთხრია ტოტით მიწა და იმით დაუნელებია კუჭის წვა; ბევრჯერ ფუტურო ხე უღრღნია კბილით, გაძღომის გულისთვის. სიმშილისაგან შეწუხებულს ბევრჯელ უთხოვნია ღვთისთვის: ღმერთო, ჩვენო გამჩენო, მომეც საზრდო, რომ გავძღე, ნუ მომკლავ სიმშილით!.. შენი გაჩენილი ვარ, დამარჩინე, უფალო! – მაგრამ როცა ღმერთს შეუსმენია მისი თხოვნა, მგელს დაჰვიწყნია მადლობის გადახდა. სამაგიეროდ, როცა ამაოდ ჩაუვლია მის თხოვნა-ვედრებას, სამდურავი, საყვედური გამოუცხადებია ღვთისთვის: შენ ღმერთი კი არა, არ ვიცი რა ხარ. არ იცი შეწყნარება, არ იცი სიბრალული. გევედრები, არ მისმენ; შეგიძლიან აასრულო ჩემი თხოვნა და არ გინდა. რა დავაშავე? მითხარი, რა დავაშავე? რა ცოდვა მოვიმოქმედე?

როცა ამ სიტყვებს…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=7

Read in Memova

Open Memova