სააღდგომოდ — ვაჟა–ფშაველა
Topics: класика, наука й природа
Beginning
დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დედამიწა, სულგრძელი, უსაზღვრო სიყვარულით ავსილის გულით, აწვდის ყველას და ყველაფერს ხელს და, როგორც დედა შვილებს, პირჯვარსა სწერს, სიცოცხლეს დიდის ხნისას, სიყვარულისას სთხოვს მათთვის ზეცას. ყველგან სიხარულია, ყველას გულში სიამოვნებაა დღესასწაულის გამო. ერთი მხოლოდ ბობოლა სტირის და სტირის იმიტომ, რომ შვიდის ფრთისა ერთიღა შერჩა და ისიც, როგორც თითონ, შემჭვარტლული; იგი, თავპირჩამომტირალი, ბუხრის თავზე ჰკიდია მოსაწყლებული, გაბეჩავებული, სასოებამიხდილი. საბრალო! ხვალ იმ ერთადერთს ფრთასაც დაჰკარგავს და თითონაც თან გაჰყვება. მოეღება ბოლო მის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.