ცოცხლად დამარხული უსახოდ დიდი ადამიანები — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
მოველ ქვეყანასა ერთსა. უცხო და უცხო რიგი და საკვირველი წესი ჰქონდათ. შეველ ქალაქად. მშიერი ვიყავ. ხუთი ბისტის ხორცი მინდოდა მეყიდნა.
მათ კაცთა ასე მიპასუხეს: შენ უცხო თემის კაცსა ჰგავხარ, თვარა მაგდენი ხორცი მიმინოს ვერ კმა ეყოფისო.
ერთი მათი უხუცესი კაცი იყო, ოქროს სელზე ჯდა, მასთან მიმიყვანეს და ეს სყიდვა აცნობეს. მან ჩემი სადაურობა მკითხა. მე ცოტა რამ ვუამბე და უცხო ვარ-მეთქი.
მან მითხრა: კარგს ვისმე გამსგავსე. მე ძე არ მყავს, უმკვიდრო ვარ, ერთი ასული მივის, იგი შეირთევ და ჩემი მონაგები და მამული შენ დაიმკვიდრეო.
მე დავჯერდი. ვნახე ქალი მისი, მეტად შვენიერი იყო. შემრთო, ქორწილი მიყო. თვით შინ დაჯდა და მე მას ოქროს სელზე დამსვა. ხორცის სყიდვის საქმე მე მაურვებინა.
რა ათი დღე გამოვიდა, ქალი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.