Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ჩხიკვთა ქორწილი — ვაჟა–ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვაჟა–ფშაველა · ≈ 11 min · 1655 words

Topics: класика, наука й природа

Beginning

ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე დიდად მოშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკს ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მცხოვანი ჩხიკვი თომა.

თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოთქვა: აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლენ ესენი, ვითარცა წყალში თევზნი, ცაში ვარსკვლავნი, ჰქმენ შეუბღალავი სარეცელი მონისა შენისა ზაქარიასი და მხევლისა შენისა ქეთევანისა. ამინ . სთქვა რა ეს, ორივეს ტურფა ყვავილების გვირგვინი დაადგა თავზე. ამინ! ამინ! – გაისმა გრგვინვით ხმა აქეთ-იქიდან. ამას იძახდნენ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=25

Read in Memova

Open Memova