წისქვილი — ვაჟა–ფშაველა
Topics: класика, наука й природа
Beginning
იყო დრო, რომ დედამიწის ზურგზე წისქვილი არსად იყო. ხალხი ფილთაქვას ხმარობდა წისქვილის მაგიერად. დიდს ტანჯვაში იყო ჩავარდნილი ქვეყანა. გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი, ჭკვიანი, ოსტატი კაცი, თედე, რომელმაც წისქვილი მოიგონა. ბევრი იფიქრა თედემ წისქვილის გამართვაზე და არც ამაოდ ჩაუარა ამ ფიქრმა. თედემ კარგად იცოდა, რომ უწყლოდ წისქვილი არ გაიმართებოდა. ამიტომ აირჩია მდინარის ახლო ადგილი და ჩადგა წისქვილი. წისქვილის რუ კარგა შორიდამ მოიყვანა, რუს ფშები მოემატა, წამოვიდა საკმაო წყალი და დაბრუნდა წისქვილი. დაიწყო რუხრუხი, ისეთი ვაივაგლახი ასტეხა ბორბალმა და წისქვილის ქვებმა, რომ ყველა შეიძრა და შეძრწუნდა, რაც კი რამ წისქვილის ახლომახლო იყო: დაბლა დედამიწა, გარშემო კედლები, მაღლა ჭერი, ჭერს ზევით ბანი, ბანს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.