Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

სათაგური — ვაჟა–ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვაჟა–ფშაველა · ≈ 24 min · 3648 words

Topics: класика, наука й природа

Beginning

ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის მერანს , რომ შობა-დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. მერანიც თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულს ფეხებს; ყურებს, თითქოს დამტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა. სიბერე ძნელია, გმირს როსტომსაც-კი მოჰრევიაო, ნათქვამია, და, რასაკვირველია, ესტატეს მერანი დაეუძლურებინა. პატრონი მაინც დღესაც გაყიდვას არ უპირებდა, თუმც მისი ცხენი ოცს წელს გადაცილებული იყო და მუშტარიც ბევრი ჰყავდა. ვინ იყვნენ, თუ იცით, ესტატეს მერანის მუშტრები? წვრილი მოვაჭრენი: ჩარჩები, ქათამ-კვერცხის, წვრილმანის მყიდველ-გამყიდველნი, რომელნიც სუნით…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=19

Read in Memova

Open Memova