ასპინძის ომი — იაკობ გოგებაშვილი
Topics: історія, дітям
Beginning
მამული ვეღარ იხილავს
ირაკლის ხმალსა მღელვარეს,
დიდება ივერიისა
მასთან მარხია სამარეს.
გრ. ორბელიანი.
მშვენიერი სანახავია მოწმენდილი ცა განთიადის წინ. ლაჟვარდის ფერი გაუზომელი გუმბათი მოჭედილია ბრწყინვალე ვარსკვლავებითა და ესენი განუწყვეტლივ ებრძვიან ღამის სიბნელესა და ჰფენენ დაუსრულებელს სივრცეში სინათლესა და ლხენასა. ამ სასიქადულო ქვეყნის სამსახურში ყველაზე მეტად დაწინაურებულია ორი მნათობი: ცისკარი და ხარისთვალა. ესენი ჩვენს დედამიწას ისე უხვად უგზავნიან სინათლესა, რომ ბნელს ღამეს ამსგავსებენ ნათელს დღესა. ქება და დიდება ცის მნათობებსა და უპირველესად ყოვლისა მათ შემოქმედსა.
ასეთსავე საოცარს სამზერს წარმოადგენს სამოცდახუთის წლის მეფობა წარსულს საუკუნეში ერეკლე მეორისა, ანუ პატარა კახისა . იგი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.