უსულდგმულო ცხოვრება — ილია ჭავჭავაძე
Topics: класика
Beginning
უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!
ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.
ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!.. ილია ჭავჭავაძე
1860 წ. პეტერბურგი.
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.