თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას — ნიკოლოზ ბარათაშვილი
Topics: класика
Beginning
ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ,
გულს დააწყლულებ
და ღიმილითა ესალბუნები!
სადც ხარ, იმ არეს
მოჰფენ სიამეს, —
უშენოდ მოსცდეს მხიარულება!
შენის ენითა,
სავსე ლხენითა,
ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!
მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე,
პირმცინარითა
სინარნარითა
მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.