Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ციური ხმები — ილია ჭავჭავაძე

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ილია ჭავჭავაძე · ≈ 1 min · 48 words

Topics: класика

Beginning

ციურნი ხმები —

ეგ საკვირვლები,

როს მომესმიან,

მსწრაფლ მომითხრობენ,

საიდამ სრბიან

და სად სცხოვრობენ,

და ნელს სიხარულს

მიგალობებენ.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!

მეც ქვეყნის ხმითა,

ხმით ცოდვილითა,

მათ ვაძლევ ბანსა, —

და მშვიდობასა,

აღტაცებასა

ჰგრძნობს ჩემი გული

და შევჭვრეტ ცასა

განცვიფრებული.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო! ილია ჭავჭავაძე

27 მარტი, 1859 წ. პეტერბურგი.

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/poesy-verse?id=1334

Read in Memova

Open Memova