კოწო და კუწო — შიო მღვიმელი
Topics: класика
Beginning
კოწომ კუწოს გადასძახა:
-გაახილე, კუწო, თვალი?
ერთი მითხარ, გენაცვალე,
როგორა გყავს დედოფალი?
-ქალო, რაღა როგორა მყავს,
იკითხება კიდევ განა?
წუხელ, სანამ არ ისწავლა
ნუცას სკოლის ანაბანა,
არც დაწვა, არც დაიძინა,
აღარც თუ მე მომასვენა,
აჭიკჭიკდა მერცხალივით,
მოიქარვა ქორფა ენა.
აი, ახლაც ზეზე არის,
გვიპატიჟებს უცნობ ძმასა:
მთაწმინდაში წერილსა სწერს
პაწაწინა ბიძინასა.
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.